Saturday, March 19, 2016

აბაკი


საანგარიშო დაფა
1. დაფა, რომელსაც იყენებდნენ არითმეტიკული ანგარიშისათვის ძველ საბერძნეთში, რომში და შემდეგ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მე - 18 ს. - მდე; დაყოფილი იყო ზოლებად, რომლებშიც გადაადგილებდნენ ხოლმე კოჭებს, ქვებს და მისთ;



საანგარიშო
საანგარიშო საშუალება: მანქანა ან მარტივი მოწყობილობა არითმეტიკულ მოქმედებათა საწარმოებლად - ოთხკუთხა ჩარჩო, რომელშიც გარდიგარდმო ჩასმულ ღეროებზე მოძრავი კოჭებია ასხმული.


კომპიუტერი


კომპიუტერი (ინგლ. computer) ძირითადად არის მოწყობილობა, რომლის დაპროგრამების მეშვეობით ხდება არითმეტიკული ან ლოგიკური ოპერაცის ავტომატური შესრულება. ვინაიდან ოპერაციების თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს, კომპიუტერს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე მათგანის შესრულება.
როგორც წესი, კომპიუტერი შედგება სულ ცოტა, ერთი პასუხისმგებელი მოწყობილობისგან, რომელი, პროცესორისგანდა კომპიუტერული მეხსიერების რამე სახის ფორმისგან. პროცესორი აწარმოებს არითმეტიკული და ლოგიკური ოპერაციების შესრულებას.მიმდინარეობების და კონტროლის მოწყობილობა ცვლის ოპერაციების თანმიმდევრობას შენახული ინფორმაციის თანახმად. პერიფერიული მოწყობილობებით ხდება ინფორმაციის მოპოვება გარე წყაროდან, შემდეგ კი - ოპერაციების შედეგების შენახვა და შემდგომი მოძიება.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საომარი ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა მექანიკური ანალოგური კომპიუტერი. ამ პერიოდში შეიქმნა პირველი ელექტრონული ციფრული კომპიუტერები. თავდაპირველად ასეთი კომპიუტერი დიდი ოთახის ზომის იყო და მოიხმარდა ელექტროენერგიას, რომლის რაოდენობა უდრის დღევანდელი რამდენიმე ასეულიპერსონალური კომპიუტერის მიერ მოხმარებულ ენერგიას.[1]

თანამედროვე კომპიუტერები, რომლებიც ეფუძნება ინტეგრირებულ წრედებს, მილიონიდან მილიარდამდე უფრო მეტად უნარიანია, ვიდრე ადრეული მანქანები და იკავებენ მცირე სივრცეს.[2] მარტივი კომპიუტერები თავსდება მობილურ მოწყობილობებში. მობილური კომპიუტერები იკვებება მცირე ზომის ბატარეებით. პერსონალური კომპიუტერები, სხვადასხვა სახით, წარმოადგენენ საინფორმაციო ეპოქის სიმბოლოს და იმას, თუ რას წარმოიდგენენ ადამიანები სიტყვა კომპიუტერის ხსენებისას. თუმცა, რაოდენობით ინტეგრირებული კომპიუტერები უფრო მეტია - ციფრული აუდიო პლეერებიდან საბრძოლო საფრენ ტექნიკამდე და სათამაშოებიდან ინდუსტრიულ რობოტებამდე.